Public Radio of Armenia
transparent
English versionplashkaFrench versionplashkaGerman versionplashkaSpanish versionplashkaRussian versionplashkaGeorgian versionplashkaArabian versionplashkaTurkish versionplashkaFarsi versionplashkaAzerbaijanian versionplashkaEzid versionplashkaKurdish versionplashkaAssyrian version
transparent
transparent
transparent
iconახალი ამბები
transparent
transparent ახალი ამბები
transparent
ცხელი ამბები
icon
04.02.2012 10:17
ტიგრან სარგსიანმა მიიღო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩები
სრ პრემიერ მინისტრმა ტიგრან სარგსიანმა მიიღო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ჯონათან ჯეიმს ეივე და ქალბატონი ქეთრინ ჯეინ ლიჩი. როგორც იუწყებიან სრ მთავრობის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან, პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთი დაინტერესებულია ურთიერთობების გაღრმავებით დიდ ბრიტანეთთან.
"თქვენ სამუშაოზე ბევრი რამაა დამოკიდებული. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთის დიპლომატიამ რეგიონში უზრუნველყოს დაბალანსებული მიდგომა. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ გვაქვს სხვა რესურსი, უფრო ძვირი და მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ეს არის ადამიანური კაპიტალი, რომელზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ. სწორედ ამიტომ საინფორმაციო ტექნოლოგიები ჩვენთვის უპირველესი მიმართულებებიდან ერთ-ერთია", - განაცხადა ტიგრან სარგსიანმა. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთში უნდა მოიძებნოს ეკონომიკური დაინტერესება დიდი ბრიტანეთის ინვესტორებისთვის, რაც ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმიანობას.
ქეთრინ ჯეინ ლიჩმა გამოთქვა რწმენა, რომ მათი- ორი ელჩის მუშაობა ახლო მომავალში ახალ და ენერგიით სავსე ეტაპზე აიყვანს სომხურ-ბრიტანულ ურთიერთობებს. ელჩებმა განაცხადეს, რომ ბრიტანული კომპანიები დაინტერესებული არიან სომხეთში ინვესტიციების განხორციელებით, კერძოდ, მადანმოპოვებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში.
მხარეებმა ისაუბრეს ასევე სხვადასხვა დრგებში სომხეთის ეკონომიკური პოლიტიკასთან, ორმხრივი კულტურათაშორის ურთიერთობებთან და სომხეთი-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო.
(თარგმნა ნელი თორჩიანმა)
წაიკითხეთ ვრცლადline
line
icon
04.02.2012 10:15
სომხეთის დელეგაციამ ბრიუსელში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაში
ევრონესთის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციამ ბრიუსელში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაში. ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ევრონესთში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვაჰან ჰოვჰანნისიანმა განაცხადა, რომ ამ სხდომის დროს მოხსენებები იქნა წარმოდგენილი სომხეთის შესახებ.
სომხეთის შესახებ მოხსენება წარმოადგინა დეპუტატმა თომაშ პორებამ. მას საკმაოდ დადებითი შინაარსი ჰქონდა. აზერბაიჯანის შესახებ მოხსენება წარმოადგინა დეპუტატმა ია ტემიაკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში გამუდმებით ირღვევა ადამიანის უფლებები. ამან გამოიწვია აზერბაიჯანელი ლობისტების და დეპუტატთა უკმაყოფილება.
აზერბაიჯანის მხარემ მოთხოვნა წარმოადგინა კომისიის დასკვნის ტექსტში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხის მოსაცავად, მაგრამ ეს არ მოხდა. "ევროპელმა დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ ეს პანდორას ყუთია, რომელიც არ უნდა გაიხსნას",-განაცხადა ჰოვჰანნისიანმა.

04.02.2012 10:14
ჰრანტ დინქის მკვლელობის ორგანიზატორი ერჰან ტუნჯელი დინქის საქმით დამნაშავედ არ იქნა ცნობილი
ჰრანტ დინქის მკვლელობის ორგანიზატორი ერჰან ტუნჯელი დინქის საქმით დამნაშავედ არ იქნა ცნობილი, მაგრამ 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ტრაპიზონში მაკდონალდსის აფეთქებისათვის.
თურქეთის პარლამენტში ერთადერთი ქურთული "მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის" დეპუტატმა სერე ონდერმა, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დროს, შეეხო რა სომხური გაზეთის "აკოს"-ის რედაქტორის ჰრანტ დინქის მკვლელობის სასამართლო პროცესს, აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დინქის მკვლელობაში ორგანიზებული დანაშაული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთის მთავრობაა დამნაშავე მის მკვლელობაში. ამის შესახებ იუწყება თურქული მედია.
მისი თქმით, დინქის საქმით მკვლელობაში ეჭვმიტანილი დამნაშავედ იქნა ცნობილი არა თუ ამ საქმით, არამედ იმისათვის, რომ ხელყუმბარა ესროლა ჰამბურგერების გამყიდველ მაკდონალდსს. "ანუ სომხის სიცოცხლე თურქეთში სავარაუდოდ უფრო ნაკლებად ფასდება, ვიდრე ამერიკული კომპანიის. ჰამბურგერის გამყიდველისათვის შეხება არ შეიძლება, სომეხის მოკლვა -კი შეიძლება", _ განაცხადა ქურთმა დეპუტატმა.
(თარგმნა ნელი თორჩიანმა)
წაიკითხეთ ვრცლადline
line
icon
04.02.2012 10:14
ჯუნეით ოზდემირმა არასწორად ჩათვალა ამერიკელი მწერლის მიმართ თურქეთის პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება
ბოლო ხანებში თურქეთის პოლიტიკურ წრეებში ფართოდ გაშუქებული თემა გახდა ცნობილი ამერიკელი რომანის მწერალ პოლ ოსტერთან პრემიერ მინისტრ ერდოღანის პრობლემა. ამ პრობლემას გამოეხმაურა თურქული გაზეთის "რადიკალ"-ის ანალიტიკოსი ჯუნეით ოზდემირი, რომელმაც არასწორად ჩათვალა ამერიკელი მწერლის მიმართ თურქეთის პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება.
პოლ ოსთერმა რამოდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იგი არ ეწვევა თურქეთს, რადგან ამ ქვეყანაში არ არის სიტყვის თავისუფლება და დიდი რაოდენობით ჟურნალისტები ამ დღეებში არიან ციხეში. მისი ამ განცხადების პასუხად, ერდოღანმა "უმეცარი" უწოდა ოსთერს და განაცხადა, რომ მისი ჩამოსვლა მათ სრულიადაც არ აინტერესებთ. თურქი ანალიტიკოსის თქმით, ამერიკელი მწერლის განცხადება სწორია. ოზდემირმა სინანულით აღნიშნა, რომ დღეს ბევრი თურქი ჟურნალისტი დააკავეს, რის შემდეგაც მათ ბრალს დებენ ამა თუ იმ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ან ამ ორგანიზაციის მხარდაჭერაში. ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ უარი გახდა ქვეყნის ოფიციალური პოლიტიკის ინსტრუმენტთაგანი. "რეალობასთან პირისპირ წარდგენის ნაცვლად, გვირჩევნია რეალობა უარვყოთ,- განაცხადა თურქმა ანალიტიკოსმა.
(თარგმნა ნელი თორჩიანმა)
წაიკითხეთ ვრცლადline
line
icon
04.02.2012 10:13
საერთო ევროპულმა ანალიზის ცენტრმა წარმოადგინა მოხსენება
საერთო ევროპულმა ანალიზის ცენტრმა "საგარეო ურთიერთობათა ევროპის საბჭო" წარმოადგინა "ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური მაჩვენებლების" მოხსენება, რომელშიც ასევე შეეხო მთიანი ყარაბაღის საკითხს. მასში, კერძოდ აღინიშნება, რომ დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო მუდმივად იზრდება, რაც კიდევ უფრო ზრდის ომის განახლების საფრთხეს.
Panorama.am-თან ინტერვიუს დროს მყრ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ინფორმაციისა და აგიტაციის განყოფილების უფროსმა სენორ ჰასრათიანმა აღნიშნა, რომ მანამ, სანამ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, ყოველ წუთს, ყოველ წამს მოსალოდნელია ომის განახლება.
"რაც შეეხება დაძაბულობის ზრდას, უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი გამიზნულად ძაბავს სიტუაციას, რათა პრობლემა იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ის ცდილობს თავისი ძალისხმევით ზეწოლა მოახდინოს, მაგრამ არ გამოუვა. მყრ-ის თს ნათლად ახორციელებს მის წინაშე დასმულ ამოცანას",-დასძინა ჰასრათიანმა.
სამხედრო ექსპერტმა, სამველ პეტროსიანმა კი აღნიშნა, რომ 1994 წლის შემდეგ, როდესაც ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, საკონტაქტო ხაზში ყოველთვის დაძაბულობა შეინიშნებოდა.
"ომის ალბათობა გაიზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც ძალებს შორის ბალანსი დაირღვევა. ამჟამად ეს ბალანსი დაცულია. ეს არის იმის მიზეზი, რომ არ ვფიქრობ, რომ ომის ალბათობა დიდია", _ განაცხადა სამხედრო ექსპერტმა.
(თარგმნა ნელი თორჩიანმა)
წაიკითხეთ ვრცლადline
line
icon
04.02.2012 10:12
სეირან ოჰანიანის მეთაურობით დელეგაცია ბელგიაში გაემგზავრა
სრ თავდაცვის მინისტრის სეირან ოჰანიანის მეთაურობით დელეგაცია ბელგიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს შტაბბინაში ავღანეთსა და კოსოვოში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების ოპერაციაში მონაწილე თავდაცვის მინისტრთა ფორმატით გამართულ სხდომაში.
(თარგმნა ნელი თორჩიანმა)
წაიკითხეთ ვრცლადline
line
icon
04.02.2012 10:10
ბეირუთის ბურჯ ჰამუდის კვარტალი პატარა სომხეთია
ბეირუთის ბურჯ ჰამუდის კვარტალი პატარა სომხეთია. ამ გზით, CNN-მა დაიწყო სომეხი წარმოშობის რეჯისორის ნიკოლ ბეზჯიანის შესახებ მისი რეპორტაჟი.
"ბურჯ ჰამუდი ჩამოყალიბდა 1930-იან წლებში სომეხი ლტოლვილების მხრივ, რომლებმაც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მხრივ განადგურება განიცადეს",-განაცხადა CNN-ჟურნალისტმა შამს ელვაზერმა და დასძინა, რომ ამ მოვლენებს სომხები და მრავალი ისტორიკოსი, "გენოციდად" მიიჩნევენ, მაგრამ თურქეთი განაგრძობს ამ ფაქტის უარყოფას.
რეჟისორი ფილმის "მირონი" შემქმნელია, სადაც აღწერილია სომხური წმინდა სითხის მნიშვნელობა სომხურ კულტურასა და ცხოვრებაში. "დღეს დამზადებული მირონი ჩვენ უშუალოდ გვაკავშირებს 301 წელთან, როდესაც სომხეთმა ქრისტიანობა მიიღო სახელმწიფო რელიგიად, სომხური ეკლესია კი კულტურისა და იდენტობის დაცვაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა", - განაცხადა ბეზჯიანმა.
(თარგმნა ნელი თორჩიანმა)
წაიკითხეთ ვრცლადline
line
icon
03.02.2012 06:17
სერჟ სარგსიანმა სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს
სრ პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს მარშალ ჰუსეინ ტანტავის- ქალაქ პორტ საიდის სტადიონზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც დაიღუპა ათობით უდანაშაულო მოქალაქე. ეგვიპტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ღრმა მწუხარება გაუზიარა მარშალ ჰუსეინ ტანტავის და თანაგრძნობა- ეგვიპტის ხალხს, დაღუპულთა ნათესავებს.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის ქალაქ პორტ საიდში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ჩხუბის შედეგად მსხვერპლთა რიცხვმა მიაღწია 73.
(თარგმნა ნელი თორჩიანმა)
წაიკითხეთ ვრცლადline
line
icon
03.02.2012 06:16
შეიქმნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა- უცხოური უშუალო ინვესტიციების მოსაზიდად
სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით დსს "რაო მარსი"-ს და მათემატიკური მანქანების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიებზე შეიქმნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა- უცხოური უშუალო ინვესტიციების მოსაზიდად. მთავრობის სხდომაზე სრ ეკონომიკის მინისტრმა ტიგრან დავთიანმა განაცხადა, რომ ამის შედეგად მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის მეშვეობით აღინიშნება ექსპორტის მოცულობის ზრდა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ასევე ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
მინისტრის განცხადებით, წინასწარი მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, მათ შორის 5-6 საერთაშორისო კომპანია ინტერესს იჩენს ამ სფეროში სამუშაოდ. თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის სამუშაოები ხანგრძლივი და დაწვრილებითი მოლაპარაკებების შედეგია, რომელიც ეღირსა უმაღლესი დონის პოლიტიკურ მხარდაჭერას.
სრ პრემიერ მინისტრმა ტიგრან სარგსიანმა დასძინა, რომ სომხეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობაში პირველად სახელმწიფო ახორციელებს დარგობრივ სამრეწველო პოლიტიკას კერძო სექტორთან, ხოლო თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა კი, პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით.
"რაო მარსი"-ს ტერიტორია გამოიყენება როგორც თავისუფალი ზონა საწარმოო-სამრეწველო და ტექნიკურ-გამოყენებითი ელექტრონიკის, ზუსტი ინჟინერიის, ფარმაცევტიკის და ბიოტექნოლოგიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ალტერნატიული ენერგეტიკის, საწარმოო დიზაინის და ტელეკომუნიკაციის სექტორში, ხოლო მათემატიკური მანქანების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორია გამოყენებული იქნება ამ სფეროებში სპეციალური სამეცნიერო კვლევისა და ექსპერიმენტული სამუშაოების ჩასატარებლად.
(თარგმნა ნელი თორჩიანმა)
წაიკითხეთ ვრცლადline
line
icon
03.02.2012 06:15
სრ საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი გერმანიაში მიემგზავრება
3-5 თებერვალს მიუნხენში გასამართ უსაფრთხოების საკითხებით ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით სრ საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი გერმანიაში მიემგზავრება. ამის შესახებ იუწყება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი.
(თარგმნა ნელი თორჩიანმა)
წაიკითხეთ ვრცლადline
line
შემდეგი
transparent
transparent
Iconსრული კალენდარი

ანონსი
transparent
transparent
banner
Ar Radio
The Armenian Genocide Museum-institute
transparent

სიახლე : 04.02.2012 10:17

transparent
transparent
Dateდღეს 5.02.2012
transparent
line
line
line
line
line
line
line
line
line
transparent
transparent
ცხელი ამბები
transparent
Icon04.02.2012 10:17
ტიგრან სარგსიანმა მიიღო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩები
სრ პრემიერ მინისტრმა ტიგრან სარგსიანმა მიიღო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ჯონათან ჯეიმს ეივე და ქალბატონი ქეთრინ ჯეინ ლიჩი. როგორც იუწყებიან სრ მთავრობის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან, პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთი დაინტერესებულია ურთიერთობების გაღრმავებით დიდ ბრიტანეთთან. "თქვენ სამუშაოზე ბევრი რამაა დამოკიდებული. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთის დიპლომატიამ რეგიონში უზრუნველყოს დაბალანსებული მიდგომა. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ გვაქვს სხვა რესურსი, უფრო ძვირი და მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ეს არის ადამიანური კაპიტალი, რომელზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ. სწორედ ამიტომ საინფორმაციო ტექნოლოგიები ჩვენთვის უპირველესი მიმართულებებიდან ერთ-ერთია", - განაცხადა ტიგრან სარგსიანმა. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთში უნდა მოიძებნოს ეკონომიკური დაინტერესება დიდი ბრიტანეთის ინვესტორებისთვის, რაც ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმიანობას. ქეთრინ ჯეინ ლიჩმა გამოთქვა რწმენა, რომ მათი- ორი ელჩის მუშაობა ახლო მომავალში ახალ და ენერგიით სავსე ეტაპზე აიყვანს სომხურ-ბრიტანულ ურთიერთობებს. ელჩებმა განაცხადეს, რომ ბრიტანული კომპანიები დაინტერესებული არიან სომხეთში ინვესტიციების განხორციელებით, კერძოდ, მადანმოპოვებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში. მხარეებმა ისაუბრეს ასევე სხვადასხვა დრგებში სომხეთის ეკონომიკური პოლიტიკასთან, ორმხრივი კულტურათაშორის ურთიერთობებთან და სომხეთი-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო. (თარგმნა ნელი თორჩიანმა)
Icon04.02.2012 10:15
სომხეთის დელეგაციამ ბრიუსელში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაში
ევრონესთის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციამ ბრიუსელში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაში. ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ევრონესთში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვაჰან ჰოვჰანნისიანმა განაცხადა, რომ ამ სხდომის დროს მოხსენებები იქნა წარმოდგენილი სომხეთის შესახებ. სომხეთის შესახებ მოხსენება წარმოადგინა დეპუტატმა თომაშ პორებამ. მას საკმაოდ დადებითი შინაარსი ჰქონდა. აზერბაიჯანის შესახებ მოხსენება წარმოადგინა დეპუტატმა ია ტემიაკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში გამუდმებით ირღვევა ადამიანის უფლებები. ამან გამოიწვია აზერბაიჯანელი ლობისტების და დეპუტატთა უკმაყოფილება. აზერბაიჯანის მხარემ მოთხოვნა წარმოადგინა კომისიის დასკვნის ტექსტში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხის მოსაცავად, მაგრამ ეს არ მოხდა. "ევროპელმა დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ ეს პანდორას ყუთია, რომელიც არ უნდა გაიხსნას",-განაცხადა ჰოვჰანნისიანმა. (თარგმნა ნელი თორჩიანმა)
transparent
transparent
© 2006-2012, სომხეთის საზოგადოებრივი რddადიო
transparent
bottom